Thursday, July 28, 2011

ნოდარ დუმბაძის ცხოვრების გზა

პროექტის სახელი:ნოდარ დუმბაძის ცხოვრების გზა
პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები გაეცნობიან ნოდარ დუბაძის ცხოვრებასა და შემოქმედებას.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები შეეცდებიან მოიძიონ ინფორმაცია ნოდარ დუმბაძის ცხოვრების შესახებ, გაეცნონ მის ბავშვობას ,სტუდენტობის წლებსა და ოჯახს. წაიკითხავენ მოგონებებს,წერილებს და მწერლის დღიურებს.
მოსწავლეებს საშუალება ექნებათ მოისმინონ მწერლის მიერ წაკითხული ლექსები, ასევე ის სიმღერა რომელიც მან სიკვდილის წინ იმღერა.
მონაწილეთა ასაკი:11-12 წელი
ვადები/ხანგრძლივობა:3 კვირა
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:ჯგუფური მუშაობა,საჭირო ინფორმაციის მოძიება ინტერნეტისა და დამხმარე ლიტერატურის საშუალებით,პრეზენტაცია სლაიდების თანხლებით
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები გაიუმჯობესებენ ინფორმაციის მოძიების უნარჩვევებს.შექმნიან ფოტოალბომს ,ბლოგს.
სარგებელი სხვებისთვის:მოცემული პროექტით მოსწავლეები გაეცნობიან მწერლის ბიოგრაფიას და გაუზიარებენ მას სხვა ბავშვებს ,ამით მათ ინტერესი გაუჩნდებათ სხვა მწერლების მიმართ.ისიამოვნებენ ავტორის მიერ წაკითხული ლექსების მოსმენით.
სამუშაო ენა:ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული:მოსწავლეები გაეცნობიან ქართველი მწერლის ბიოგრაფიას, გამოუმუშავდებათ დამოუკიდებლად ინფორმაციის მოძიების ,კითხვის ,მოსმენის უნარი.
ისტ ტექნოლოგიები- - ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, გაცვლა